ჩვენთვის მთავარი ხარისხია და სწორედ ამიტომ, ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Meffert AG, NMC, KAEM, Wkret-met.

FEIDAL (მწარმოებელი Meffert AG) გერმანული საღებავების ბრენდია, რომელიც მოიცავს უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, როგორც შიდა, ასევე, გარე სამუშაოებისთვის.

NMC არის ბელგიური კომპანია, რომელიც მოიცავს ყველა კონტინეტს და აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებს საცხოვრებელი სახლის, ოფისის, სასტუმროს, ბარისა თუ რესტორნის დეკორირებისთვის.

KAEM უკვე 25წელია ლიდერობს ცენტრალურ ევროპაში და სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ყველაზე დიდი მიმწოდებელია! მისი ბრენდებია HARDY - სამღებრო აქსესუარები, SCLEY - სარემონტო სკოჩები და Küssner - ზედაპირის მოსაპირკეთებელი ხელსაწყოები.

Wkret-met პოლონური კომპანიაა, რომელიც 1990 წლიდან აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სარემონტო და სამშენებლო სამაგრ აქსესუარებს. Wkret-met-ის ბრენდით წარმოებული პროდუქცია შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებსა და მოთხოვნებს, რასაც ადასტურებს ამ პროდუქციის უმკაცრესი შემოწმებებისა და ტესტირებების შედეგად მიღებული მრავალი სერტიფიკატი.