Mattlatex 1 Tex-Color

აღწერილობა : უმაღლესი ხარისხის ლატექსის საღებავი შიდა სამუშაოებისთვის. გამოიყენება ინტერიერში მაღალი ექსპლუატაციის მოთხოვნის დროს, მაგალითად ოფისებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, მაღაზიებში, საზოგადოებრივი კვების ადგილებში, სამედიცინო დაწესებულებებში და სხვა. 

  • გამოირჩევა მაღალი დაფარვის თვისებით
  • ძალიან კარგად იწმინდება 
  • არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, რაც დადასტურებულია TÜV სერტიფიკატით
  • მდგრადია სადეზინფექციო საშუალებების მიმართ
  • ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო
  • ქმნის მდგრად ზედაპირს 

საღებავი Mattlatex 1 Tex-Color გამოიყენება თაბაშირის ბათქაშზე, ბეტონის ფილებზე, თაბაშირმუყაოს ფილებზე, შპალერზე ,,რაუფაიზერი", სტრუქტურული ქაღალდის ან ვინილის შპალერზე შესაღებად.

ტექნიკური მახასიათებლები :

ფერი : თეთრი (გლუვი)

სიმჭიდროვე : 1.6 გ / სმ3

დაფარვა (ერთ პირზე) :  7 მ ² ( 1ლიტრი)

მოცულობა : 5 ლიტრი; 12,5 ლიტრი 

გამოყენების წესი : საღებავის წასმამდე კედელი  უნდა იყოს მშრალი და სუფთა ცხიმისგან, მტვრისგან, ჭუჭყისგან და სხვა ფხვიერი ნაწილაკებისგან. წასმის წინ კედელი უნდა დაიგრუნტოს. ისმება ფუნჯით, ლილვაკით, ასევე შემფრქვევით. შესაძლებელია საღებავის წყლით გაზავება, მაქსისმუმ 10% (საღებავის მოცულობის 10%-ზე მეტი წყლის დამატების დროს, საღებავის თვისებები - დაფარვა, ფერი და მდგრადობა - შესამჩნევად იცვლება).

ტემპერატურა : საღებავის გამოყენების დროს ტემპერატურა უნდა იყოს  არა ნაკლებ  +5 ° C და არა უმეტეს +30 ° C.

გაშრობის დრო: 4 საათი (ტემპერატურა +20 ° C და ტენიანობა 65%). შემდეგი ფენის წასმა რეკომენდირებულია 12 საათის შემდეგ.

შენახვა :  პროდუქტი ინახება გრილ და მშრალ  ადგილას, დაცული ყინვისგან. საღებავი გამოყენების შემდეგ უნდა იყოს მჭიდროდ დახურული.

 

მწარმოებელი ქვეყანა:

გერმანია

Meffert AG